TOPNEWS » მთავარი თემა » Top-news.ge პედოფილიის მსხვერპლთა მხარდამჭერ მასშტაბურ კამპანიას იწყებს

Top-news.ge პედოფილიის მსხვერპლთა მხარდამჭერ მასშტაბურ კამპანიას იწყებს

Top-news.ge პედოფილიის მსხვერპლთა მხარდამჭერ მასშტაბურ კამპანიას იწყებს

ახალი ამბების სააგენტო Top-news.ge იწყებს პედოფილიის მსხვერპლთა ისტორიების გაშუქებას. სააგენტოს რედაქციას რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა, რომლებიც სხვადასხვა დროს პედოფილიის მსხვერპლები გახდნენ. ისინი მათი საქმეების ობიექტურ გამოძიების და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. 

"გამომდინარე იქედან, რომ პედოფილიის ბევრი საქმე უბრალოდ თაროზე არის შემოდებული, სააგენტო იწყებს აღნიშნული თემების გაშუქებას. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ხელთ არსებულ პედოფილიის საქმეებში ფიგურირებენ საზოგადოებისთვის შესაძლო ცნობილი სახეები. გამომდინარე იქედან, რომ თემა დღესდღეობით აქტუალურია, ჩვენი გუნდი მაქსიმალურ ძალისხმევას გაწევს, რათა ყველა საქმემ დღის შუქი და რეალური შედეგი იხილოს. 

თუ ხარ პედოფილიის მსხვერპლი და გჭირდება მხარდაჭერა, გთხოვთ მოგვწეროთ თქვენს შესახებ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Topnewscomge@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონზე: 598 38 27 60",-აცხადებენ ახალი ამბების სააგენტო Top-news.ge-ში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu