TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულის მერია სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელ ფართებს ეძებს

ხარაგაულის მერია სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელ ფართებს ეძებს

ხარაგაულის მერია სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელ ფართებს ეძებს


ხარაგაულის მერია სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელ ფართებს ეძებს. 

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში-ღვერკსა და ხემაღალში განვითარებული სტიქიის გამო, ოჯახების უსაფრთხო ადგილებზე გადაყვანა აუცილებელი გახდა. 

“ამ ეტაპზე ვეძებთ გასაქირავებელ ბინებსა და კერძო სახლებს დაბა ხარაგაულში ან ახლომდებარე სოფლებში, განსაკუთრებით კი ლაშის თემში. 

თუ თქვენ გაქვთ ბინა ან გაქვთ ინფორმაცია, ვისაც შეუძლია ბინის ან სახლის დროებითი გაქირავება-გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

📞599 44 20 57 ან მოგვწერეთ კომენტარში ან პირად შეტყობინებაში.

ერთად შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვისაც ამ რთულ დროს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu