ჭიათურაში სახალხო დღესასწაული იმართება
ჭიათურაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2025“ აღინიშნება.
ქალაქის მთავარ დღესასწაულთან დაკავშირებით, იმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები. მოეწყო შემეცნებით-გასართობი სივრცეები, პერფორმანსები, ფლეშმობები და საგამოფენო კუთხეები, თეატრალიზებული წარმოდგენები, კულტურული და სპორტული აქტივობები.
ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის სკვერში ჩატარდა ლიტერატურული კომპოზიცია, რომელიც აფხაზეთში ვერაგულად მოკლული ჩვენი თანაქალაქელი, პოეტი ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნას მიეძღვნა.
გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, იმერულ ფაცხებში წარმოდგენილია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების (ადმინისტრაციული ერთეულების) საშემოდგომო-საგამოფენო სივრცეები.
დღის ბოლოს გაიმართება საპატიო ჭიათურელთა დაჯილდოება და ჩატარდება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი კოლექტივები და ჯგუფი „ურსა“.

















