თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი- ავთანდილ კენჭაძე და თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი, მირიან მაისურაძე სამშობლოში დაბრუნდნენ.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მაჟორიტარი დეპუტატი- გოჩა ენუქიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე -ქრისტინა კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი -ზვიად მხეიძე, ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარე- ასლან საგანელიძე და ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი სპორტსმენებს თბილისის აეროპორტში დახვდნენ და ქვეყნის საამაყო ტიტულის მოპოვება პირადად მიულოცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის აეროპორტში იმყოფებოდნენ სპორტსმენების მშობლები, ნათესავები და გულშემატკივრები.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, 6 ნოემბერს 17:30 საათზე, ქალაქ ამბროლაურში ავთანდილ კენჭაძის დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
ოთხშაბათს, 6 ნოემბერს,15:00 საათზე, ქალაქ ონში ბეერ-შევას სახელობის პარკში, მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონის თავისუფალ ჭიდაობაში -მირიან მაისურაძის დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.