რეკლამა

"ვაი, რომ არ დაგვცალდა ღირსეული პატივი მიგვევგო ამ დიდი ადამიანისათვის,"-რაჭა ცნობილ მომღერალს ემშვიდობება

"ვაი, რომ არ დაგვცალდა ღირსეული პატივი მიგვევგო ამ დიდი ადამიანისათვის,"-რაჭა ცნობილ მომღერალს ემშვიდობება

13 აგვისტოს 17:00-19:00 საათზე გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში  ფოლკლორული ანსამბლის, "ბუბას” სოლისტის, ბატონი გენადი სულთანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

"კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვის სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად რაჭას.

გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფოლკლორული ანსამბლი „ბუბას“ სოლისტის, გენადი სულთანიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

ბატონი გენადი ახალგაზრდობიდანვე შეესისხლხორცა რაჭულ და კერძოდ სოფელ გლოლის მუსიკალურ ფოლკლორს. ათეული წლების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ენთუზიაზმით იღწვოდა რაჭული მუსიკალური ფლოკლორის გადარჩენის, შენახვისა და პოპულარიზაციისათვის.
ის იყო არაჩვეულებრივი კოლეგა, მეგობარი,თავის საქმის უბადლო მცოდნე. ყოველთვის მზად იყო უშურველად გაეღო თავისი უდიდესი ცოდნა  ყველა დაინტერესებული პროფესიონალისათვის.

ვაი, რომ არ დაგვცალდა ღირსეული პატივი მიგვევგო ამ დიდი ადამიანისათვის. რამდენიმე დღის წინ 65 წელი შეუსრულდა, სიურპრიზად შემოქმედებით საღამოს ვგეგმავდით... ნათელი დაადგეს მთა რაჭის დიდებულ მგალობელს! 

გჯეროდეთ ბატონო გენო, თქვენი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი კუთხის ისტორიაში,"-აცხადებენ ონის კულტურის ცენტრში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები