TOPNEWS » მთავარი თემა » ჩქაროსნული მაგისტრალის ზესტაფონი-არგვეთას მონაკვეთზე ათი გვირაბიდან ყველას გაჭრა დასრულდა

ჩქაროსნული მაგისტრალის ზესტაფონი-არგვეთას მონაკვეთზე ათი გვირაბიდან ყველას გაჭრა დასრულდა

ჩქაროსნული მაგისტრალის ზესტაფონი-არგვეთას მონაკვეთზე ათი გვირაბიდან ყველას გაჭრა დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის შემადგენელი, ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია 14.7 კმ- იანი 4 ზოლიანი გზის მშენებლობა. ამ ეტაპზე, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი, ხოლო  10 გვირაბიდან ათივე გვირაბი გაჭრილია. სამუშაოების ფიზიკური პროგრესი დღეის მდგომარეობით 80%-ია
 რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, რომელიც 4 მონაკვეთადაა დაყოფილი, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი,"-აცხადებენ დეპარტამენტში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu