TOPNEWS » მთავარი თემა » სოფელ მრავალძალის ერთგულებისთვის სოფლის უხუცეს მკვიდრს ფულადი ჯილდო გადასცეს

სოფელ მრავალძალის ერთგულებისთვის სოფლის უხუცეს მკვიდრს ფულადი ჯილდო გადასცეს

სოფელ მრავალძალის ერთგულებისთვის სოფლის უხუცეს მკვიდრს ფულადი ჯილდო გადასცეს

ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა დავით დაუშვილმა, ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების 2025 წლის წარმატებული პირველკურსელი ახალგაზრდები და “სოფლის ერთგული” - სოფელ მრავალძლიდან, მურმან ლებანიძის სახელობის პრემიით დააჯილდოვა.

წელს რიგით მეოთხე დაჯილდოება გაიმართა, სადაც მურმან ლებანიძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდნენ 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნულ გამოცდებში მიღებული საუკეთესო შედეგებისთვის ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ორი წარჩინებული ახალგაზრდა - მარიამ გძელიშვილი (ონი) და დავით  ცაგურიშვილი (ამბროლაური). ასევე? 2025 წლის “სოფლის ერთგულის” სიგელი და მურმან ლებანიძის პრემია გადაეცა სოფელ მრავალძლის უხუცეს მკვიდრს, წმინდა გიორგის ტაძრის მცველს, ბართლომე სხირტლაძეს.

დაჯილდოებას ესწრებოდნენ ონის  მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ონის და ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი პირები.

 შეხვედრის დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს დავით დაუშვილს ქველმოქმედებისთვის და ახალგაზრდა თაობის წახალისებისთვის.

აღსანიშნავია, რომ დავით დაუშვილმა 2022 წელს დიდი ქართველი პოეტის მურმან ლებანიძის 100 წლის იუბილეზე, დააწესა მურმან ლებანიძის პრემია, ფულადი ჯილდო, რომლითაც ყოველწლიურად ჯილდოვდებიან წარმატებული სპორტსმენები, წარჩინებული ახალგაზრდები და სოფელში მცხოვრები „სოფლის ერთგული“ ადამიანები.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu