TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის მერიამ ვეტერან სპორტსმენს 70 წლის იუბილე მიულოცა
ქუთაისის მერიამ ვეტერან სპორტსმენს 70 წლის იუბილე მიულოცა
ვეტერან სპორტსმენს და წარმატებულ სპორტულ ორგანიზატორს, ბადმინტონის იმერეთის რეგიონალური ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს რამაზ მაღლაფერიძეს 70 წელი შეუსრულდა.
ქუთაისის სპორტის მუზეუმში საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, რამაზ მაღლაფერიძის მეგობრები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა პეტრე ადამაძემ მადლობა გადაუხადა იუბილარს, ქალაქში სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.





