ტყიბულში ინოვაციური იდეების მქონე პირებს სამუშაო შეხვედრაზე ეპატიჟებიან
22-23 ნოემბერს, ტყიბულში იდეების გენერირების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რაც ადგილობრივ მეწარმეებსა და ახალგაზრდებს დაეხმარება ბიზნეს იდეების გენერირებასა და მათი განვითარებისთვის საჭირო ცოდნის მიღებაში.
შეხვედრა მათთვის არის, ვისაც აქვს ინოვაციური იდეა ან სურს ინოვაციური სტარტაპის შექმნა.
“სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) იწყებს პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის განვითარებასა და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას.
თუ გსურს, შექმნა ინოვაციური სტარტაპი, ამისთვის საჭიროა:
✅დარეგისტრირდე იდეათონზე;
✅ დაესწრო ტყიბულის მუნიციპალიტეტში ორდღიან ვორქშოპებს;
✅ მოიპოვო შესაძლებლობა, გაიარო ორკვირიანი პრე-აქსელერაცია და მონაწილეობა მიიღო 25 000-ლარიან საგრანტო კონკურსში.
იდეათონის გამორჩეული იდეების ავტორები კონკურსის გარეშე მოიპოვებენ ადგილს იმერეთის პრე-აქსელერაციის პროგრამაში!
პრე-აქსელერატორი დაგეხმარებათ, განავითაროთ ინოვაციური იდეები, დასახოთ სტარტაპ იდეის, ან პროდუქტის განხორციელების სტრატეგია და მოემზადოთ 25 000-ლარიანი რეგიონული საგრანტო კონკურსისთვის.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ:
✅დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, სტუდენტებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს 15 წლის ასაკიდან.
ტყიბულში შეხვედრები გაიმართება:
22 ნოემბერი -12:00 საათი
23 ნოემბერი -10:00 საათი
მის: ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზი ( კარლო ლომაძის მოედანი #3)
სარეგისტრაციო ბმული:
https://apps.mygita.ge/zs/LxCIbl,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





