TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში საცხენოსნო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
ქუთაისში საცხენოსნო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
ქუთაისის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ და მერის მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ "ქართული დერბი 2026"-ის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
საცხენოსნო ტურნირი "ცხენოსანთა კლუბ ART"-ის ორგანიზებით ქუთაისში გაიმართა და გააერთიანა დოღი, საცხენოსნო სპორტი და ტრადიციული თამაშები.
მთავარი რბოლების გარდა, მაყურებელმა იხილა ქართული საცხენოსნო თამაშები - ისინდი და ცხენბურთი.
ღონისძიება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

![- [ ] ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისათვის წყალტუბოში კონცერტი გაიმართა](/uploads/posts/2023-11/36149273-014c-4359-b1f9-c25bb94d0cf5.jpg)



