TOPNEWS » მთავარი თემა » ბაღდათში 50-მდე საოჯახო ღვინის მარანი ფუნქციონირებს

ბაღდათში 50-მდე საოჯახო ღვინის მარანი ფუნქციონირებს

ბაღდათში 50-მდე საოჯახო ღვინის მარანი ფუნქციონირებს


ბაღდათის მუნიციპალიტეტში მევენახეობა საკმაოდ განვითარებული დარგია. ამის დასტურია მუნიციპალიტეტში არსებული 50-მდე საოჯახო ღვინის მარნების არსებობა.
 
ბაღდათის სოფელ წითელხევში მეღვინე ტარიელ მიქაბაძეს საოჯახო ღვინის მარანი „წითელი ვარდი“ აქვს, სადაც სხავდასხვა ჯიშის თეთრ და წითელ ღვინოს აწარმოებს.

ტარიელ მიქაბაძე წლების განმავლობაში მევენახეობა - მეღვინეობას ეწევა, ღვინის რეალიზებას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე ახდენს. ხშირად მასპინძლობს ტურისტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან როგორც ღვინით, ასევე ქართული გასტრონომიით.

“ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარებაა.

მეღვინეობის დარგის განვითარება და კიდევ უფრო ხელშეწყობა ჩვენი მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება. საოჯახო მარნები ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მეღვინეები თავიანთი საქმიანობით  ხელს უწყობენ როგორც  ეკონომიკურ განვითარებას, ასევე მუნიციპალიტეტის  პოპულარიზაციას ეწევიან,”-ამბობს ბაღდათის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნები”-დან ნოდარ გიორგიძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu