TOPNEWS » მთავარი თემა » ბაღდათის სოფელში არსებული მოცვის პლანტაცია 100 ადგილობრივს ასაქმებს
ბაღდათის სოფელში არსებული მოცვის პლანტაცია 100 ადგილობრივს ასაქმებს
ბაღდათის სოფელ ვარციხეში მდებარე მოცვის პლანტაციაში მოსავლის აღება უკვე დასრულდა.
პლანტაციები, სადაც 100 ადგილობრივი მოქალაქეა დასაქმებული, წლების წინ გაშენდა. მოცვის პლანტაციაში წელს 200 ტონა მოცვი მოიკრიფა, რომელიც როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე იყიდება.
მოცვთან ერთად სოფელ ვარციხეში შპს „ვარციხის პლანტაციები“ ქართულ ქლიავსაც აწარმოებს, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოიცავს.





