TOPNEWS » მთავარი თემა » რა ცვლილებაა თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით მოძრავი მატარებლების განრიგში?

რა ცვლილებაა თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით მოძრავი მატარებლების განრიგში?

რა ცვლილებაა თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით მოძრავი მატარებლების განრიგში?

2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (#854/853) იმოძრავებს. 

🔹 მნიშვნელოვანი ცვლილებები:
✅ მგზავრობის ხანგრძლივობა შემცირდება დაახლოებით 2 საათით! 
✅ მატარებლის ტევადობა გაიზრდება 100 ადგილით. 
✅ რეისები შესრულდება დღეგამოშვებით. 

📍 განრიგი:
➡️ თბილისიდან გასვლა – 09:00 ⏩ ოზურგეთში ჩასვლა – 16:18
➡️ ოზურგეთიდან გასვლა – 08:40 ⏩ თბილისში ჩასვლა – 16:00

🔹 ბილეთის ღირებულება:
მეორე კლასის ბილეთის ფასი – 11-15 ლარი (დაშორების მიხედვით). 🎟️

📌 სად შევიძინოთ ბილეთები?
მატარებლის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებში და ონლაინ ვებ-გვერდზე: gr.com.ge 🌐💻

🚆 რაც შეეხება თბილისი-ქუთაისის მიმართულებას: ქუთაისში მიმავალი მგზავრები იმგზავრებენ ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე იმგზავრებენ #6355/6356 და #6353/6354 ელექტრომატარებლებით, რომლების გრაფიკი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.

🔹 უფრო კონკრეტულად:
🚉 ქუთაისში მიმავალი მგზავრები თბილისი-ოზურგეთის მატარებლით ჩავლენ რიონის სადგურამდე.


🚆 ხოლო იმ მგზავრებს, ვისაც ქუთაისი 1-ის სადგურამდე მისვლა სურთ, რიონში გადასხდებიან ელექტრომატარებლებში (#6355/6356 და #6353/6354), რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს.

🎟️მგზავრობის ტარიფი (რიონი-ქუთაისი 1): 0,50 თეთრი

📌 შეგახსენებთ, რომ gr.com.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ
🚆 თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873) და
🚆 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869) მატარებლის ბილეთები.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu