ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობა" 800-მდე ადამიანმა დატოვა.
როგორც პარტიიდან წასულები აცხადებენ, ნიკა მელიას გუნდს ქუთაისის საკრებულოს 12 დეპუტატიდან 7 დეპუტატი, ხოლო 10 შტაბიდან 7 შტაბის აქტივი შეუერთდა.
ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით საქმიანობას ხათუნა არველაძე, გიგა შუშანია, ანა კოხრეიძე და ლაშა შალამბერიძე გააგრძელებენ.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციას ხათუნა არველაძე, ხოლო იმერეთის ორგანიზაციას თემურ ცამციშვილი ხელმძღვანელობს.