რას აცხადებენ ქუთაისის მერიაში ცენტრალურ ბაღში არსებული კაფის დემონტაჟზე?

რას აცხადებენ ქუთაისის მერიაში ცენტრალურ ბაღში არსებული კაფის დემონტაჟზე?

ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრალურ ბაღში არსებულ კაფე "სავანე"-ს დემონტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"ქუთაისის ცენტრალური ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ის  ქალაქის საკუთრებაა! წლების განმავლობაში ხდებოდა  ბულვარში არსებული ფართის უკანონოდ მითვისება. სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. უახლოეს დღეებში დაიწყება სკვერის სრული  რეაბილიტაცია და დაზუსტებით ვაცხადებთ, რომ  იქ არანაირი კვების ობიექტი  არ განთავსდება!  ბულვარში  მხოლოდ  მულტიფუნქციური შეხვედრების ადგილი იქნება,"-აცხადებენ მერიაში. 

კაფე "სავანე"-ს მეპატრონეები აცხადებენ, რომ მიწა, რომელზეც შენობა იყო განთავსებული, მათი ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს. ისინი დავის სასამართლოში გაგრძელებას გეგმავენ. მერიაში კი განმარტავენ, რომ კაფის მფლობელებს მიწა უკანონოდ ჰქონდათ ათვისებული წლების განმავლობაში და იჯარის თანხას არ იხდიდნენ. 




ტეგები:

Facebook - კომენტარები