ქალაქ ხონში თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო.ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში თხილის რეგისტრაცია 24 იანვრიდან, 2 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: ქ. ხონი, თავისუფლების მოედანი N6 (მერიის შენობა, პირველი სართული, სააქტო დარბაზი);
მოქალაქეთა მომსახურება მოხდება დილის 10:00 საათიდან 17:00 სათამდე;
ფიზიკურ პირები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ ფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0.2 Ჰა. და არაუმეტეს 3 Ჰა, სახელმწიფოსგან Ჰექტარზე 500
ლარიან დახმარებას მიიღებენ.
პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე,
შესაბამისი ქულების დარიცხვით.
დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოს მაშტაბით 500 მეტ სპეციალურ აგრომაღაზიაში.
დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 აგვისტო.