რეკლამა

ვანის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ვანის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

გრძელდება ვანის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე გოგორიშვილის შეხვედრები სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გადასაჭრელი საკითხები  დღეს მერმა  სოფლების ბზვანის, ინაშაურის და ამაღლების მცხოვრებლებისგან მოისმინა.

" გამოიკვეთა რამდენიმე აქტუალური საკითხი - შიდა საუბნო გზები, სანიაღვრე არხები და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში აღნიშნული თემებზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება,"-აცხადებენ ვანის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები