რეკლამა

ხარაგაულის მერია დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სურსათითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით ეხმარება

ხარაგაულის მერია დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სურსათითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით ეხმარება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობის სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქტების მიწოდება უკვე დაიწყო.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამოგზავნილი პროდუქტები მუნიციპალიტეტში გადანაწილდება და მოსახლეობას გადაეცემა. დღეს პროდუქტის მიღების, განაწილების და ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადაცემის პროცესს უშუალოდ მერი კობა ლურსმანაშვილი მოადგილეებთან ერთად უწევდა  კოორდინირებას. სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და მოხალისეები. 

კობა ლურსმანაშვილი: ,,ხარაგაული სტაბილურ მდგომარეობას უბრუნდება, ჩვენ ახლა გადავდივართ მოქალაქეებთან ინდივიდუალურ კომუნიკაციაზე და მათთან მიგვაქვს საკვები და პირველადი მოხმარების საგნები. მადლობა ჩვენს მერიის და აიპ-ების თანამშრომლებს, რომლებმაც ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს“ 

,,მოსახლეობის უსაფრთხოება და დროული დახმარება ჩვენთვის პრიორიტეტია. სტიქიის პირველივე წუთებიდან , ჩვენი მიზანი იყო,  მოქალაქეებისთვის პირველადი საჭიროებების უზრუნველყოფა. მათ შორის, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის, მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების მოწოდება, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართულია, როგორც მერიის სამსახურები, ასევე სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო - სამაშველო სამსახურები. ჩვენი ყველა ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს დროულად მიეწოდოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტები და სამედიცინო დახმარება." – აღნიშნავს კობა ლურსმანაშვილი.

 მუნიციპალიტეტში ინტენსიურად გრძელდება გზების გაწმენდის სამუშაოები. ამ დროისთვის  79 სოფლიდან მხოლოდ 14 სოფლის ცენტრალური გზა რჩება გასახსნელი, სამუშოები  აქტიურად მიმდინარეობს. მერის განცხადებით,  ხვალ ყველა სოფლის ცენტრალური გზის გაწმენდა დასრულდება. 

მერია აგრძელებს კონკრეტულ ზარებზე და ინდივიდუალურ შემთხვევებზე დროულ  რეაგირებას. მოსახლეობასთან ინდივიდუალური კომუნიკაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები