TOPNEWS » მთავარი თემა » 102 წლის ჟუჟუნა ბრეგვაძე ჭიათურიდან
102 წლის ჟუჟუნა ბრეგვაძე ჭიათურიდან
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ჟუჟუნა ბრეგვაძეს 102 წელი შეუსრულდა.
იუბილარს დაბადების დღე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, პირველ მოადგილე დავით წერეთელთან ერთად მიულოცა და ჯანმრთელობა, მხნეობა და ოჯახის კეთილდღეობა უსურვა.
„ქალბატონი ჟუჟუნას განვლილი ცხოვრების გზა, მრავალწლიანი შრომა და ღვაწლი საამაყოა. ჯანმრთელობას, სიმშვიდესა და ბედნიერებას ვუსურვებ მას და მის მრავალრიცხოვან ოჯახს,” – განაცხადა გივი მოდებაძემ.
ჟუჟუნა ბრეგვაძემ ათწლეულების განმავლობაში ჭიათურის საბაგირო გზების სისტემაში იმუშავა.
ჰყავს 3 შვილი, 6 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი





