TOPNEWS » მთავარი თემა » სამტრედიაში 72 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

სამტრედიაში 72 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

სამტრედიაში 72 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.მ. დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა სამტრედიაში, მეზობელ ქალს - 1952 წელს დაბადებულ ნ.ხ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu