"ბიუ-ბიუს'' სავაჭრო ობიექტზე გამყიდველის პოზიციაზე მომუშავე პირები ,,ჯეო დისტრებუშენ გრუპმა'' უკანონოდ გაანთავისუფლა. ამავდროულად, დასაქმებულებმა კომპანიისგან კუთვნილი ხელფასები ვერ მიიღეს და დასახმარებლად პროფკავშირებს მიმართეს.
პროფკავშირების განცხადებით, სასამართლოში დამსაქმებელი კომპანია ამტკიცებდა, რომ მათთან მომსახურების ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რაც მათი მოსაზრებით, საკუთარი დასქმებულების სამსახურიდან თუნდაც უმიზეზოდ გაშვების უფლებას ნიშნავს.
"დავა უკანონოდ დათხოვილი პირების სასარგებლოდ დასრულდა. სასამართლომ მომსახურეობის ხელშეკრულება შრომით ხელშეკრულებად დააკვალიფიცირა და კომპანიას დააკისრა სახელფასო დავალიანების, ანგარიშსწორების დაყოვნების გამო პირგასამტეხლოს, განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა.
დაზარალებულ მხარეს სასამართლოში იცავდა პროფკავშირების გაერთიანების იურისტი - სერგო მახარაძე, ასევე, საქმეში აქტიურად იყო ჩართული აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფესიული კავშირი ლაბორი,"-აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში.