TOPNEWS » მთავარი თემა » ვანის სოფელ ტობანიერში კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა ეწყობა

ვანის სოფელ ტობანიერში კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა ეწყობა

ვანის სოფელ ტობანიერში კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა ეწყობა

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  ვანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გაეცნენ. 

ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ტობანიერში, კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეუმის მიმართულებით და სოფელ შუამთაში სკოლიდან სასაფლაოს მიმართულებით მისასვლელ გზებზე.

პროექტები „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ ფინანსდება. მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით 400 000 ლარს შეადგენს. პროექტების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რითაც 1000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu