რეკლამა

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ოპოზიციას მიმართავს

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ოპოზიციას მიმართავს


იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და ახალი მოწვევის პარლამენტის წევრი ზვიად შალამბერიძე მიმართვას ავრცელებს.

“ძვირფასო თანამემამულენო!

უპირველეს ყოვლისა, მსურს მივულოცო ჩვენს ქვეყანას და ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომლებმაც გააკეთეს სწორი არჩევანი. ეს არის ჩვენი ხალხის გამარჯვება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველომ იცის, როგორ შეინარჩუნოს სიმშვიდე, ღირსება და ერთიანობა წარმატებისა და გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე.  ვულოცავ ჩემს გუნდს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებ მათ ძალასა და ენერგიას, რათა ერთად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და გაძლიერება.

განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაგვიჭირა და ნდობა გამოგვიცხადა.️ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა გვაძლევს ძალას და მოტივაციას, რომ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები ღირსებით და მთელი პასუხისმგებლობით.️

მინდა მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც ამჯერად ვერ მოიპოვეს გამარჯვება, მაგრამ თუ მათ შორის არიან ისეთი ადამიანები, ვისაც ნამდვილად და გულწრფელად უყვართ ეს ქვეყანა და მზად არიან იყვნენ კონსტრუქციულები,  ყოველთვის ღია ვიქნებით მათთან დიალოგისა და საქმიანი თანამშრომლობისთვის.️

ყველაზე მთავარი ის არის, რომ საქართველო არის ჩვენი სამშობლო,
ჩვენ კი  ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ, ამიტომაც  უნდა შევძლოთ, ხალხის ნდობით გაჯერებული პასუხისმგებლობის, გონივრული მართვა.️ ვიმედოვნებ, რომ ერთად უკეთ შევძლებთ, შევქმნათ უფრო ძლიერი და წარმატებული ჩვენი ქვეყანა!️

მადლობა თითოეულ თქვენგანს ნდობისა და იმ მხარდაჭერისთვის, რაც კიდევ მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს თქვენ წინაშე!

გპირდებით, ყოველთვის მექნება თქვენი მოსმენის მზაობა, რაც  მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ერთად
ვაკეთოთ ყველაფერი უკეთესი მომავლისათვის,”-ამბობს ზვიად შალამბერიძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები