რეკლამა

ქუთაისის ისტორიული ნაწილის განახლებაზე ტენდერი გამოცხადდა

ქუთაისის ისტორიული ნაწილის განახლებაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაწყებული, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტენდერების გამოცხადება დაიწყო. ქუთაისის ისტორიული არეალის განახლების პროექტებზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. 

პროექტი ქუთაისში ისტორიული უბნის განვითარებას ითვალისწინებს.

ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა 5 წლიანია, რომლის პირველ ეტაპზეც შერჩეულია 11 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია  და ყაზბეგი.

პროგრამის ფარგლებში, ეტაპობრივად, გაგრძელდება ტენდერების გამოცხადება სხვა შერჩეულ მდებარეობებზეც. კერძოდ,  განახლდება ბორჯომის ისტორიული ნაწილი და ცენტრალური პარკი;  განვითარდება წყალტუბოს ცენტრალური პარკი და ცივი ტბის ახალი რეკრეაცია; მოეწყობა ზუგდიდის ახალი ბულვარი; განახლდება ბათუმის ისტორიული ნაწილი და განვითარდება რეკრეაცია. პროგრამა ითვალისწინებს ყაზბეგის, ბაკურიანის და მესტიის მუნიციპალიტეტების ისტორიული არეალების განახლებასა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნასაც.
ახალი პროგრამის განხორციელებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები