რეკლამა

შოვში, სტიქიის ზონასთან მისასვლელად გზებს აწყობენ

შოვში, სტიქიის ზონასთან მისასვლელად გზებს აწყობენ

,,გეგმით გათვალისწინებული გადასასვლელი ხიდი მოწყობილია. შესაბამისად, მოწყობილია, ასევე, მდინარეზე გადასასვლელი დროებითი გზა, რომელიც  ძალიან გაზრდის მობილობას, მათ შორის ტექნიკის. ნებისმიერი სახეობის ტექნიკის გადაადგილება უკვე შესაძლებელია, ისევე როგორც  მაშველების და ჯარის გადაადგილება,"-ამის შესახებ განცხადება რეგიონული განვითარების მინისტრმა გააკეთა. 

მისი თქმით, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და დაახლოებით 50 მეტრამდე მონაკვეთი არის დარჩენილი, რომლის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება მდინარეზე გადასვლა.

"ეს იქნება ახალი მისასვლელი სტიქიის ზონასთან, რაც საშუალებას მისცემს მაშველებს გააფართოვონ ძიების პერიმეტრი.

სამაშველო ოპერაციის ფარგლებში,  უკვე არის სპეციალური ტექნიკის მაღალი ჩართულობის შესაძლებლობა. თუ შევაჯამებთ ყველა ადგილას მომუშავე ტექნიკას, ამ დროისთვის მათი რაოდენობა  43 ერთეულია. ხვალ დამატებით კიდევ ველოდებით. ამ ეტაპისთვის, რა თქმა უნდა, სამაშველო სამსახური განსაზღვრავს იმ სტრატეგიას და ტაქტიკას თუ როგორ უნდა მოხდეს შესაბამისი სამაშველო ოპერაციის განხორციელება და სწორედ მათი გადაწყვეტილებით, მთავარი აქცენტი  კეთდება იმ მდებარეობაზე, სადაც აღმოჩენილია ცხედრები და ასევე ეს არის კოტეჯებამდე მიმავალი მარშრუტი. ამავდროულად, უკვე ხიდის და გზის არსებობა საშუალებას გვაძლევს, რომ კიდევ უფრო მეტი ტექნიკა შევიყვანოთ. გარდა ამისა, ჩვენი გეგმის მიხედვით, ალტერნატიულზე უკვე  ხვალ უნდა შევძლოთ გადასვლა და ეს იქნება ახალი, მესამე  მისასვლელი, ეს არის  ძველი  შიდასახელმწიფოებრივი გზა ,რომელიც არსებობდა  იმ გზის გასწვრივ. ასევე დღეს სხვა მიმართულებებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ძველი შიდა გზა, რომელზეც მნიშვნელოვნად დავწინაურდით და  შესაბამისად ესეც ერთგვარ მისასვლელად შეიძლება განვიხილოთ ,იმისთვის რომ მოძიების არეალი კიდევ უფრო გავაფართოვოთ.

ეწყობა, ასევე  შემოვლითი გზა ტყეში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მდინარის კალაპოტთან მიახლოვება და  შედეგად მნიშვნელოვნად მეტ არეალზე მუშაობა.  

ინფრასტრუქტურის კუთხით სამუშაოებს რაც შეეხება,  სრულად არის მობილიზებული საავტომობილო გზების დეპარტამენტი,ჩვენი კონტრაქტორი ორგანიზაციები და ასევე ტექნიკის დამატება  სხვა ჩვენი მეგობარი ორგანიზაციებიდან, სხვადადხვა უწყებიდან , სხვადასხვა კონტრაქტორებიდან ხდება. ყოველ საათში მოდის უკვე ლაფეტებზე დატვირთული სპეციალური ტექნიკა . ის ტექნიკა, რომელიც შეიძლება ყველაზე ეფექტური იყოს. ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ მაქსიმუმი კეთდება, ჩართულია სამაშველო სამსახური, ჩვენი ჯარი და ამ ეტაპზე  ყველა ძალისხმევა ადგილზე არის მიმართული და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით სრულად გავაგრძელებთ სვლას,"-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები