TOPNEWS » მთავარი თემა » საჩხერემ ტრადიციულ სახალხო ზეიმს უმასპინძლა
საჩხერემ ტრადიციულ სახალხო ზეიმს უმასპინძლა
"საჩხერლობა 2026“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. ანიმატორებმა, ცოცხალმა ქანდაკებებმა, მიმებმა, ოჩოფეხებმა, დრამერების შოუმ პატარების მხიარულ განწყობაზე იზრუნეს. ბავშვებისათვის მოწყობილი იყო ატრაქციონები.
გაიმართა იმერული ღვინის, ადგილობრივი სოფლის ნობათის, კულინარიული ნაწარმის, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, რეწვის ოსტატების, მუზეუმებისა და ფოტო გამოფენები. წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული კუთხეები. შეამკეს მუხრან მაჭავარიანის ბიუსტი.
სახალხო დღესასწაულს, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს იმართება, ესწრებოდნენ ადგილობრივი, ცენტრალური ხელისუფლების, მხარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები.





