ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობი ანა ასათიანი 70 წლის გახდა. მსახიობს საიუბილეო თარიღი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ მიულოცა.
ანა ასათიანი 1970 წლიდან დღემდე ქუთაისის ი. გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრის მსახიობი არის. შესრულებული აქვს 100-ზე მეტი თოჯინური პერსონაჟის როლი. იგი შეყვანილია ქართული თეატრის ენციკლოპედიაში და საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ამაგდარის წოდება მიანიჭა.
2023 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ის ღირსების მედლით დაჯილდოვდა.
დღესვე შედგა ანა ასათიანის წიგნის პრეზენტაცია „ფიქრები საკუთარ პორტრეტთან“. ასევე, მას მიენიჭა აკადემიკოსის სტატუსი.