ქუთაისში "მუსიკის დღეები 2024" გაიმართა

ქუთაისში "მუსიკის დღეები 2024" გაიმართა

ქუთაისში „მუსიკის დღეები 2024“ გაიმართა. პროექტი ტრადიციულია და ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ორგანიზებით ყოველ წელს იმართება (პროექტის ავტორი: გაერთიანების მმართველის მოადგილე ბაია კოღუაშვილი).

"მუსიკის დღეები 2024-ის“ ფარგლებში, მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში,  თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედისა“ და  მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო  სასწავლებლის ერთობლივი კონცერტი გაიმართა, რომელიც  ნიჭიერთა ათწლედის 90-ე და ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის   105-ე საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს  თბილისის „ნიჭიერთა ათწლედისა“ და მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის წარმატებულმა, საერთაშორისო კონკურს-ფესტივალების ლაურეატმა მოსწავლეებმა.

კონცერტს დაესწრო ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის საკრებულოს წევრი, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე,  კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ელეონორა გოგოლაშვილი.
 

"მუსიკის დღეები 2024 -ის“ ფარგლებში,  გაფორმდა მემორანდუმი  ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედს“ შორის, რაც მომავალ ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს კულტურის სფეროში. ხელისმომწერები: გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი და „ნიჭიერთა ათწლედის“ დირექტორი ნოდარ ჟვანია.

კამერული  ანსამბლებისთვის  მასტერკლასი  ჩაატარა ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა და „ნიჭიერთა ათწლედის“ დირექტორმა ნოდარ ჟვანიამ. გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე "გამოწვევები სახელოვნებო სფეროში“.

გაერთიანების მმართველმა, ვაჟა ჯუღელმა მადლობის სიგელი გადასცა ნოდარ ჟვანიას ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა  გაერთიანებასთან“ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მუსიკოსთა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.


ტეგები:

Facebook - კომენტარები