ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალი- იოსებ კეჭაყმაძის კამერული გუნდი ლევილში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ფესტივალში.
ლევილის მამულში ქართული კულტურისა და სპორტისადმი მიძღვნილი ფესტივალი უკვე მეხუთე კვირაა წარმატებით მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები საქართველოდან, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები თუ შემოქმედებითი ჯგუფები. ეწყობა სპორტული აქტივობები.
ფესტივალი 24 მაისს დაიწყო და 14 ივლისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები ლევილის ქართველთა მამულში ყოველ შაბათ-კვირას მიმდინარეობს. ფესტივალი წელს მეორედ იმართება და წინა წლისგან განსხვავებით, გაზრდილია როგორც ხანგრძლივობა, ისე მონაწილეთა რაოდენობა. წელს, პირველად, განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა 26 მაისი ლევილის ისტორიულ მამულში. ყოველკვირეულად ფესტივალს არაერთი უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმრობს, ღონისძიების სტუმრებს შორის ასევე არიან საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.