TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულის მერიაში სოფლებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს

ხარაგაულის მერიაში სოფლებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს

ხარაგაულის მერიაში სოფლებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს

ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა ორშაბათის ტრადიციული  თათბირი გამართა, რომლის მთავარი თემები სოფლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზების განხილვა იყო.

თათბირის მთავარი აქცენტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე გაკეთდა, რომელიც 4 თებერვალს დაიწყება და 14 თებერვალს დასრულდება. 

მერმა წარმომადგენლებს სრული მზადყოფნა სთხოვა, რათა კრებები მაქსიმალურად ორგანიზებულად და ეფექტურად განხორციელდეს.

“სოფლის მხარდამჭერი პროგრამა მოსახლეობის უშუალო ჩართულობით უზრუნველყოფს საჭიროებების იდენტიფიცირებას და მათი გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას," – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

კრებებზე ადგილობრივ მაცხოვრებლებს  შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინიციატივები წარმოადგინონ და თანასოფლელებთან შეთანხმებით განსაზღვრონ, როგორ განაწილდეს დაფინანსება.

თათბირის ფარგლებში ასევე განხილული იყო მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu