TOPNEWS » მთავარი თემა » მამაკაცი, რომელსაც ქუთაისში, მაღაზიაში გული გაუჩერდა, სიკვდილს გადაარჩინეს

მამაკაცი, რომელსაც ქუთაისში, მაღაზიაში გული გაუჩერდა, სიკვდილს გადაარჩინეს

მამაკაცი, რომელსაც ქუთაისში, მაღაზიაში გული გაუჩერდა, სიკვდილს გადაარჩინეს

ქუთაისის სასწრაფო დახმარების ფილიალში გამოძახება შევიდა ლოზუნგით “უგონო“. ქალაქის ერთ - ერთი მაღაზიიდან გადაუდებელ დახმარებას ითხოვდნენ.  ადგილზე უმოკლეს დროში მისულ N7 ბრიგადას იატაკზე დამხობილი შუა ხნის მამაკაცი დახვდა, რომელსაც არ აღენიშნებოდა სასიცოცხლო პარამეტრები, არ იყო პულსი და სუნთქვა.

პარამედიკოსმა მირონის სირბილაძემ დაუყოვნებლივ დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია და შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი რეანიმაციული ღონისძიების ჩატარება. გულის რითმის შეფასებისას მონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია.

პაციენტს ჩაუტარდა დეფიბრილაცია, რის შემდეგაც გაგრძელდა გულ-ფილტვის უწყვეტი რეანიმაცია.  ადრენალინის მეოთხედ გამოყენების შემდეგ, გფრ-ის დაახლოებით მე-18 წუთზე, მონიტორზე დაფიქსირდა სინუსური რითმი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა,  სადაც მკურნალობა გაგრძელდა შესაბამის განყოფილებაში. გარკვეული დროის შემდეგ, მამაკაცი გაეწერა ბინაზე და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

პარამედიკოსი მირონის სირბილაძე უკვე 2 წელია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების გუნდის წევრია. ამ პერიოდის განმავლობაში მან არაერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.

გვემაყება:

პარამედიკოსი- მირონისი სირბილაძე

ექთანი: ნათია კეთილაძე -გეგუჩაძე

მძღოლი-გაგა წულუკიძე.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu