რაჭველი მარიამ რეხვიაშვილი ჭადრაკში ევროპის ჩემპიონია
ალბანეთის ქალაქ დურესში გაიმართა ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც ქართველმა მოზარდებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს, ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
"რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ულოცავს ჩემპიონატში მონაწილე ახალგაზრდებს მიღწეულ წარმატებას, მარიამს კი უსურვებს კვლავ სამომავლო გამარჯვებებს მისი კუთხისა და ქვეყნის საამაყოდ,"-აცხადებენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში.