ტყიბულმა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლა
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ტყიბული-2026, რომელსაც ტყიბულის სპორტის სასახლე ერთი კვირის მანძილზე მასპინძლობდა, დასრულდა.
დახურვის საზეიმო ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კუბლაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, აკაკი იაშვილი, ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წელს ფესტივალში 18 მუნიციპალიტეტიდან 160-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც.
საზოგადოებას სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა და სტუმრებთან ერთად, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოვა.
8,10,12 წლამდე, აბსოლუტურ ასაკებში და ღია ტურნირში გამოვლენილი საუკეთესო მოჭადრაკე გოგონები და ვაჟები თასებით, მედლებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, თამაზ კუბლაშვილის სახელობის სპეციალური პრიზი კი მისმა ოჯახმა, ორ ტყიბულელ გამარჯვებულ მოჭადრაკეს გადასცა.





