რეკლამა

"აგვისტოს ომის დროს, სოფელ შინდისთან დაღუპული ილია გაბუნიას სახელი მიენიჭა თავის მშობლიურ სოფელში იმ ქუჩას, სადაც გმირი გაიზარდა და ცხოვრობდა"

"აგვისტოს ომის დროს, სოფელ შინდისთან დაღუპული  ილია გაბუნიას სახელი მიენიჭა თავის მშობლიურ სოფელში იმ ქუჩას, სადაც გმირი გაიზარდა და ცხოვრობდა"

“ვანელობის“ ტრადიციულ დღესასწაულზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს  აგვისტოს ომის დროს, სოფელ შინდისთან დაღუპული  ილია გაბუნიას სახელი მიენიჭა თავის მშობლიურ სოფელში იმ ქუჩას, სადაც გმირი გაიზარდა და ცხოვრობდა. ილია გაბუნია ერთ-ერთია იმ გმირებს შორის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას  შესწირეს თავიანთი სიცოცხლე.

"აღნიშნული გადაწყვეტილება ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო და მის აღსრულებას დაესწრნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი, საკრებულოს ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ბიჭიკო პაიკიძე, გმირის მამა - ივანე გაბუნია  და სხვა  მოწვეული სტუმრები.
 
საუკუნო დიდება საქართველოსთვის თავგანწირულ ჩვენს გმირს!,"-აცხადებენ ვანის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები