ბოლო ინფორმაცია რაჭიდან, სადაც უშუქობას და უგზოობას ებრძვიან
დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა-ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღის მანძილზე მუნიციპალიტეტებში, როგორც ცენტრალური, ასევე შიდა სასოფლო გზების ინტენსიური წმენდა მიმდინარეობდა.
“აქტიური სამუშაოები ხორციელდებოდა აგრეთვე, ელექტროენერგიის აღდგენის კუთხით.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამბროლაურში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, ქალაქ ამბროლაურში და მუნიციპალიტეტის 8 სოფელში. თოვლწმენდის სამუშაოები განხორციელდა ქალაქ ამბროლაურში და მუნიციპალიტეტის 21 სოფელში.
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ქალაქ ონში და მუნიციპალიტეტის 3 სოფელში. თოვლწმენდის სამუშაოები განხორციელდა ქალაქ ონში და მუნიციპალიტეტის 8 სოფელში.
ლენტეხში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია მუნიციპალიტეტის მასშტაბით დარჩენილია მხოლოდ ჩოლურის თემი. თოვლწმენდის სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიტეტის ქალაქის ტერიტორიაზე და 15 სოფელში.
ელექტროენერგია მიეწოდება ქალაქ ცაგერს და მუნიციპალიტეტის 36 სოფელს. თოვლწმენდის სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიტეტის ქალაქის ტერიტორიაზე და 21 სოფელში, აქედან 3 სოფელში ნაწილობრივ.
ხვალ დილიდან, რეგიონის მასშტაბით, განახლდება თოვლწმენდის სამუშაოები იმ სოფლებში, სადაც რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, დღის განმალობაში სრულად ვერ მოხერხდა, როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზების გახსნა, ასევე განახლდება სამუშაოები ელექტროენერგიის აღდგენის მიმართულებით,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





