TOPNEWS » მთავარი თემა » მიმდინარე წლის ბოლოს ამბროლაურში ორ უსახლკარო ოჯახს ახალი სახლი გადაეცემა

მიმდინარე წლის ბოლოს ამბროლაურში ორ უსახლკარო ოჯახს ახალი სახლი გადაეცემა

მიმდინარე წლის ბოლოს ამბროლაურში ორ უსახლკარო ოჯახს ახალი სახლი გადაეცემა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოციალური პროგრამის ფარგლებში, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ კრიხში და ქალაქ ამბროლაურში სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, რის შედეგადაც მიმდინარე წლის ბოლოს 2 ოჯახს ახალაშენებული, სრულად მოწყობილი საცხოვრებელი სახლი გადაეცემა.

პროექტის ჯამური ღირებულება 108 000 ლარს შეადგენს. პროგრამა გაგრძელდება მომავალ წელსაც და იმოქმედებს მანამ, სანამ ყველა საჭიროების მქონე ოჯახი სრულად დაკმაყოფილდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu