ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოციალური პროგრამის ფარგლებში, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ კრიხში და ქალაქ ამბროლაურში სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, რის შედეგადაც მიმდინარე წლის ბოლოს 2 ოჯახს ახალაშენებული, სრულად მოწყობილი საცხოვრებელი სახლი გადაეცემა.
პროექტის ჯამური ღირებულება 108 000 ლარს შეადგენს. პროგრამა გაგრძელდება მომავალ წელსაც და იმოქმედებს მანამ, სანამ ყველა საჭიროების მქონე ოჯახი სრულად დაკმაყოფილდება.