TOPNEWS » მთავარი თემა » რა გეგმა აქვს ქუთაისში “ერთიან ნეიტრალურ საქართველოს”?

რა გეგმა აქვს ქუთაისში “ერთიან ნეიტრალურ საქართველოს”?

რა გეგმა აქვს ქუთაისში “ერთიან ნეიტრალურ საქართველოს”?

რიგით მესამე ოფისი ქუთაისში გახსნა “ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ”. პარტიის ლიდერებმა ადგილობრივებთან შეხვედრაც გამართეს და მათ პარტიის გაცხადებული სტრატეგია გააცნეს, რომელიც ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნეიტრალური სტატუსი უალტერნატივოა ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. 

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ლიდერებმა ქუთაისის როლზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ქუთაისი, როგორც ქვეყნის საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი, გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს სტაბილურობაში, ამიტომ რეგიონის ეკონომიკური გაძლიერება და მოსახლეობის ინტერესების დაცვა პარტიის პროგრამის განუყოფელი ნაწილია.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu