რეკლამა

საკადრო ცვლილებები თერჯოლის მერიაში

საკადრო ცვლილებები თერჯოლის მერიაში

თერჯოლის მერმა მანუჩარ რობაქიძემ მერიაში ორი სამსახურის ახალი უფროსი წარადგინა. მერის გადაწყვეტილებით, სოფიო ჩუბინიძე მერიის აუდიტის სამსახურს უხელმძღვანელებს,  მაკა ასათიანი კი განათლების, კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს.

" სამუშაო შეხვედრაზე საუბარი ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს შეეხო. მუნიციპალიტეტის მერმა ასევე მოისმინა დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ და დაავალა შესაბამის სამსახურებს ყველა იმ საკითხის შესწავლა და მოგვარება, რომელიც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის. მანუჩარ რობაქიძემ  მერის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ და მოსახლეობასთან  კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მოუწოდა.

შეხვედრაზე ხელმძღვანელმა პირებმა  ინფორმაცია მიიღეს  სოციალურად დაუცველი 12 ოჯახისთვის, სახლების მშენებლობის შესახებ. ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა თქმით, მშენებლობის პროცესი ყველა ლოკაციაზე  მიმდინარეობს. თათბირზე მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო ინფორმაცია ძევრის რეკრეაციულ ზონამდე მისასვლელი გზის  დაგეგმილი რეაბილიტაციის შესახებ, სადაც გზის სავალ ნაწილზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა.

თათბირზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი სტიქიის შესახებაც ისაუბრეს, რა დროსაც   სეტყვამ და უხვმა ნალექმა  დააზარალა მოსახლეობა, დააზიანა გზები და  რამდენიმე სახლის სახურავი. როგორც თერჯოლის მერმა განმარტა, სოფლის დაზიანებული გზები და სახურავები მუნიციპალიტეტის ძალებით  რეაბილიტირდება,"-ნათქვამია თერჯოლის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები