TOPNEWS » მთავარი თემა » “ელექტრონული სიგარეტის მოხმარება განსაკუთრებით შემაშფოთებელია ახალგაზრდებში”

“ელექტრონული სიგარეტის მოხმარება განსაკუთრებით შემაშფოთებელია ახალგაზრდებში”

“ელექტრონული სიგარეტის მოხმარება განსაკუთრებით შემაშფოთებელია ახალგაზრდებში”

,,საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღე უკვე მესამე ათეული წელია აღინიშნება და ყოველწლიურად სხვადასხვა პრიორიტეტულ თემას ეძღვნება.

წელს იგი თამბაქოს ახალ პროდუქტებს, კერძოდ - ელექტრონულ სიგარეტებს და თამბაქოს ინდუსტრიის მარკეტინგული ტაქტიკის საკითხებს ეძღვნება, რაც სერიოზული პრობლემაა მსოფლიოში და საქართველოშიც.

ელექტრონული სიგარეტის მოხმარება განსაკუთრებით შემაშფოთებელია ახალგაზრდებში. სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოიხმარს 13-15 წლის მოსწავლეთა 11.3% (ვაჟების 12.3% და გოგონების 10.4%) და 15-16 წლის მოზარდების 14%.

რა არის ელექტრონული სიგარეტი?
ელექტრონული სიგარეტი (ელ. სიგარეტი ან ვეიპი) ელემენტზე მომუშავე მოწყობილობაა, რომელიც სითხის გახურების შედეგად წარმოქმნის აეროზოლს. მომხმარებელი სწორედ ამ აეროზოლს შეისუნთქავს. 

ნიკოტინის შემცველი სითხეები, როგორც წესი, გაჯერებულია სხვადასხვა არომატიზატორით. არომატების მრავალფეროვნება და მიზანმიმართული მარკეტინგი არის ის მთავარი ინსტრუმენტები, რომლითაც თამბაქოს ინდუსტრია პროდუქტს ახალგაზრდებისთვის მიმზიდველს ხდის.

29 მარტი მნიშვნელოვანი პლატფორმაა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ელექტრონული სიგარეტის ადიქციური (მიჩვევის გამომწვევი) ხასიათისა და ჯანმრთელობისთვის მავნეობის შესახებ.


საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu