რეკლამა

მეშვიდე დღე დამანგრეველი სტიქიიდან-რა ხდება შოვში?

მეშვიდე დღე დამანგრეველი სტიქიიდან-რა ხდება შოვში?

რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტუტის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭის სტიქიის ზონაში მუშაობას მეშვიდე დღეა აგრძელებს.

მიმდინარე შველა-ძიების სამუშაოების შესახებ განახლებულ მონაცემებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, დილით, სტიქიის ზონაში მოწყობილ საველე შტაბში გაეცნო.

ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში, სულ, მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. 

ტექნიკის საშულებით, შველა-ძიების სამუშაოები, მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ 9 პრიორიტეტულ მდებარეობეაზე. 

ასევე, დაწყებულია ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136 კმ-ზე, მდინარე ჭანჭახზე, სტიქიის შედეგად წაღებული მეორე დროებითი ხიდის ნაცვლად, ახალი დროებითი სარმის ხიდის აწყობა-მონტაჟის სამუშაოები. 

მძიმე ტექნიკის რაოდენობის გასაზრდის საჭიროებისთვის,  მობილიზებულია დამატებითი რესურსი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები