ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა გაზაფხულის დღესასწაული სოფელ სარგვეშში მცხოვრებ ჟუტა გოცირიძეს მიულოცა, რომელიც 1-ელ მარტს 99 წლის გახდა. ვარლამ ჭიპაშვილმა ყვავილებით და საჩუქრებით 8 მარტი მიულოცა ასევე ღვაწლმოსილ პედაგოგებს-დინარა ხაჩიძეს და ნუნუ ასათიანს.
ქალბატონი დინარა 21 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სოფელ ღორეშის საჯარო სკოლას, 62 წლის პედაგოგიური სტაჟის მქონე ქალბატონი, მშობლიურ სკოლაში დღესაც სიყვარულით ემსახურება პროფესიულ საქმიანობას.
ყველა თაობის საყვარელ პედაგოგი გახლდათ ნუნუ ასათიანი, რომელმაც დაბის მესამე საჯარო სკოლაში პედაგოგიური მოღვაწეობის 41 წელი გალია.
პირველმა მოადგილემ სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორთან-რევაზ შერგელაშვილთან ერთად, გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა ასევე წარმატებული სპორტსმენის, გიორგი თაბუკაშვილის დედას, ინგა ბოგვერაძეს.
"რაც ყველაზე ძალიან სჭირდებათ ქალბატონებს, ეს ყურადღებაა. ვფიქრობ, დაფასება სჭირდება იმ ენერგიას და შრომას, რასაც ისინი უშურველად ხარჯავენ საკუთარი საქმის და ოჯახის სიყვარულში, რომ იყვნენ წარმატებულები და ჰყავდეთ წარმატებული შვილები,"-ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.