ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის წევრებს შეხვდა.
პროგრამის მონაწილეები სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგის“ 18-დან 29-წლამდე ახალგაზრდები არიან და ისინი პროგრამის ფარგლებში, ლიდერობისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს სწავლობენ.
შეხვედრაზე ირაკლი შენგელიამ ისაუბრა, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს პიროვნების პროფესიული განვითარება და იმ უნარ-ჩვევების შეძენა, რომელიც ლიდერობისთვის არის აუცილებელი.
ასევე ისაუბრა ადგილობრივ თვითმმართველობაზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარების და დემოკრატიზაციის პროცესში, თვითმმართველობის როლი არის გადამწყვეტი.
"დღეს შევხვდი ახალგზრდებს, რომლებიც მოტივირებული არიან და მაღალ ინტერესს იჩენენ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროცესებზე, ასევე ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მიმართულებებზე.
ვისაუბრეთ ქუთაისის საკრებულოზე, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციებზე და ხედვებზე, რომელიც უმრავლესობას ქალაქის განვითარების მიმართულებით გააჩნია.
ახალგაზრდების ჩართულობა პროცესებში რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქალაქის ყოველდღიურობას, ვფიქრობ არის უკუკავშირი პროექტების, რომელიც თვითმმართველობისთვის პრიორიტეტულია.
გამოვთქვამ მზაობას, მოვისმინო ახალგაზრდების შეხედულებები, გავიზიარო მათი მოსაზრებები, რათა გვქონდეს კონსტრუქციული თანამშრომლობა, რომ ჩვენი ქალაქი მომავალი თაობისთვის იყოს საუკეთეო ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ განვითარებასა და თავის დამკვიდრებას. მადლობა სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბ „თაობათა დიალოგს“ შეხვედრის ორგანიზებისთვის,"-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.