TOPNEWS » მთავარი თემა » ცაგერში ტურისტულად მიმზიდველი ადგილები გაანათეს

ცაგერში ტურისტულად მიმზიდველი ადგილები გაანათეს

ცაგერში ტურისტულად მიმზიდველი ადგილები გაანათეს

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ტურისტულად მიმზიდველი ადგილების ვიზუალური და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით, არქიტექტურულ-ლანდშაფტური განათებების მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.

განათებები მოეწყო სოფელ საირმეში მდებარე ბუნებრივ სვეტებთან, სოფელ ალპანაში „ორპირის“ კლდეკარისა და მდინარე ცხენისწყლის ხეობაში, „სარეწკელას“ მონაკვეთზე.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ შესრულებული სამუშაოები მოადგილეებთან — ალუდა თუთისანთან და ლევან ჯმუხაძესთან, ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ჭაბუკი ჭაბუკიანთან  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 339 887 ლარი შეადგინა.

„ტურისტულად მიმზიდველი ადგილების კეთილმოწყობა და მათი სათანადოდ წარმოჩენა ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მსგავსი პროექტები არა მხოლოდ კონკრეტული ლოკაციების ვიზუალურ მხარეს აუმჯობესებს, არამედ ხელს უწყობს ტურისტული პოტენციალის უკეთ გამოყენებას, ვიზიტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას და ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას. ჩვენი მიზანია, რეგიონში არსებული ბუნებრივი და კულტურული რესურსები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მიმზიდველი გავხადოთ როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ვიზიტორებისთვის“, — განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu