TOPNEWS » მთავარი თემა » სამტრედიაში 100 წლის ქალს მერიამ 2 000 ლარი საჩუქრად გადასცა
სამტრედიაში 100 წლის ქალს მერიამ 2 000 ლარი საჩუქრად გადასცა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაჟა სტურუასთან, მერის მოადგილესთან, დავით შენგელიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გორმაღალში მცხოვრებ აგრაფინა ლორიას 100 წლის იუბილე მიულოცა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა იუბილარს ჯანმრთელობა, მხნეობა და დღეგრძელობა უსურვა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, აგრაფინა ლორიას 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2 000 ლარის ოდენობის ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცა.





