TOPNEWS » დღის მთავარი ამბავი » იმერეთის ორ სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლები ფუნქციონირებს

იმერეთის ორ სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლები ფუნქციონირებს

იმერეთის ორ სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლები ფუნქციონირებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ქუთაისის 45-ე და ჭიათურის მე-12 საჯარო სკოლებს ესტუმრა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლები ფუნქციონირებს.

მინისტრის მოადგილემ სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. 

ბაია კვიციანმა მოსწავლეებს საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულების  დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადასცა. 

საზაფხულო სკოლის პროგრამა 19 ივნისს დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება საქართველოს მასშტაბით მოქმედ 7 რესურსსკოლაში.

საზაფხულო სკოლაში მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო, ინკლუზიური და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გარემო. სპეციალურად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში, პროფესიული ორიენტაციის კურსებში. სკოლა ხელს უწყობს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის შენარჩუნებას, ასევე სოციალური, ემოციური, ფუნქციური და პიროვნული უნარების შემდგომ განვითარებას.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საზაფხულო სკოლის პროექტს უკვე მეორე წელია ახორციელებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu