ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკაში დასაქმებულებს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა

ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკაში დასაქმებულებს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა

ქუთაისის ო. ჩხობაძის კლინიკაში დასაქმებულებს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა. კლინიკაში დასაქმებული მედპერსონალი მინისტრთან შეხვედრას თავად ითხოვდა.

"სოლიდარობის ქსელის პროფკავშირმა მიმართა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მედპერსონალთან შეხვედრის თაობაზე რამდენიმე დღის წინ. მოხარულები ვართ, რომ მინისტრმა მოუსმინა კლინიკაში დასაქმებულ მედპერსონალს და იმედს ვიტოვებთ, რომ ის დაგვეხმარება კლინიკაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში, გასცემს პასუხებს, თუ რატომ არღვევს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი დასაქმებულების შრომის უფლებებს და რატომ არ ხსნის გარემონტებულ ქირურგიისა და საოპერაციო დეპარტამენტებს. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მინისტრი იყოს საქმის კურსში სახელმწიფო კლინიკაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ და რეგიონულ ჯანდაცვას მოეთხოვოს სათანადო პასუხები და გადაიდგას ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან სიტუაციის გამოსასწორებლად, რომელიც მუდმივად უარესდება,"-აცხადებენ პროფკავშირებში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები