TOPNEWS » მთავარი თემა » ცაგერის სოფელ მახაშში შიდა სასოფლო გზა ეწყობა
ცაგერის სოფელ მახაშში შიდა სასოფლო გზა ეწყობა

ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ მახაშის შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია ასფალტ- ბეტონის საფარის, სანიაღვრე არხების, საყრდები კედლების და ეზოებთან მისასვლელების მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-გიორგი გუგავა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 640 539 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.