TOP-NEWS.GE / ცაგერის სოფელ მახაშში შიდა სასოფლო გზა ეწყობა

ცაგერის სოფელ მახაშში შიდა სასოფლო გზა ეწყობა

ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ მახაშის შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

პროექტით გათვალისწინებულია ასფალტ- ბეტონის საფარის, სანიაღვრე არხების, საყრდები კედლების და ეზოებთან მისასვლელების მოწყობა. 

მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ  ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი,  საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-გიორგი გუგავა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.

პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 640 539 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

10-06-2025, 08:48
უკან დაბრუნება