TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო შეჯიბრებებში გამარჯვებულ ქუთაისელ სპორტსმენებს შეხვდნენ

ქუთაისის ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო შეჯიბრებებში გამარჯვებულ ქუთაისელ სპორტსმენებს შეხვდნენ

ქუთაისის ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო შეჯიბრებებში გამარჯვებულ ქუთაისელ სპორტსმენებს შეხვდნენ

ქუთაისელმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა ბოლო პერიოდში,  საერთაშორისო ასპარეზობებზე არაერთი  მნიშვნელოვანი წარმატება  მოიპოვეს.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, ა(ა)იპ „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელი  კობა ფხაკაძე   საერთაშორისო შეჯიბრებებში გამარჯვებულ ქუთაისელ სპორტსმენებს შეხვდნენ.

ტყვიის მსროლელებმა: იოანე ხვარეშიამ, რევაზ ლილუაშვილმა, ლუკა კობახიძემ და  გიორგი მუმლაძემ; მოფარიკავე გივი ყურაშვილმა, ძიუდოისტებმა ლუკა თევდორაძემ და საბა ქარდავამ, მოჭიდავეებმა  ზურაბ მელაძემ და ჯემსი გოგსაძემ, უშუისტებმა სერგო ალფაიძემ და გაბრიელ ქსევანიშვილმა საერთაშორისო ტურნირებში სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს.  წარმატებული ახალგაზრდები ა(ა)იპ „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი სპორტსკოლების წარმომადგენლები არიან.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროტურნირებში მიღწეული წარმატება მიულოცეს სპორტსმენებს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu